ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ზუგდიდის „ზუგდიდისთვის“ გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. „ზუგდიდი“ მარტვილის „მერანთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა,
რის გამოც გუნდმა ლიგა 3-ში გადაინაცვლა. გუნდის დირექტორის ზაზა ჯანაშიას თქმით, ფეხბურთელებმა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ.„მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება , მეც გაწბილებული ვიქნებოდი ჩემთვის საყვარელი გუნდის გავარდნის გამო, თუმცა ჩვენ არ ვნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ უკვე მომავალი წლიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯანაშიამ.
მასალის გამოყენების პირობები