ზუგდიდში სამოდელო სახლის Best Models ფილიალი გაიხსნა (ვიდეო) R
14:25 / 27.11.2017
კომპანიის გენერალური დირექტორის კახი ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეს
თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სამოდელო
სააგენტოს მესამე ფილიალია. ის 5-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭების
ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა
მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ისწავლება დეფილე, აერობიკა, ფოტო
პოზირება, მეტყველება, თანამედროვე ცეკვები და მსახიობის
ოსტატობა.
„უკვე ჩაეწერა 30 ბავშვი. საინტერესოა ჩვენთან თანამშრომლობა, რადგან
ბევრი თაობა აღვზარდეთ, მეათე წელია მისტერ ვალენტინის კონკურსს
ვატარებთ. ჩვენი სტუდიის მოდელებს იღებენ სარეკლამო რგოლებში, ისინი
მონაწილეობენ ფოტოსესიებსა და სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი
ტანსაცმლის ჩვენებებში. გარდა ამისა, ზუგდიდელ ბავშვებსაც ექნებათ
რეგიონალური გასვლები და გადაღებები“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მან ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და მათ
წარმატებები უსურვა.
Best Models საქართველოში უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები