ახალი ამბები
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციონირების დაწყების თარიღი უცნობია
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა, როდიდან დაიწყებს კლინიკა პაციენტების მიღებას, უცნობია.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის დასრულებულია შენობის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების შიდა გაყვანილობების მონტაჟი, უახლოეს პერიოდში დაიწყება შენობის შიდა მოპირკეთების და სხვა მიმყოლი სამუშაოები“, - აღნიშნეს სამინისტროში.

რაც შეეხება მედპერსონალს, კლინიკისთვის ექიმების შერჩევა მომავალი წლიდან დაიწყება.







რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე წლის ზაფხულში ვენტილაციის პრობლემა დაასახელა, რაც, ამ დროისთვის მოგვარებულია.



სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.