გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, თაბუკაშვილის
დევნილთა ჩასახლებას წყალკანალი საკუთარ ბალანსზე
წლის ბოლომდე აიყვანს. კომპანიაში
რადიო
„ათინათს“ უთხრეს, თუ რა პირობებით მოხდება ეს,
მხარეებს შორის საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება
ცნობილი.
რაც შეეხება წყლის მიწოდების აღდგენას, საკრებულოს თავჯდომარის მამუკა
წოწერიას თქმით, ინსფრასტურქტურის სამინისტროსა და ენერგო-პრო ჯორჯიას
შორის შეთანხმება მიღწეულია და დევნილებს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე
აღუდგებათ.
თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებას წყალი არნიშნული დავალიანების გამო,
მესამე დღეა, არ მიეწოდებათ. მათ წუხელ წყლის პრობლემის მოგვარების
მოთხოვნით აქცია გამართეს. მოგვიანებით, მათთან საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა წოწერია მივიდა და დაჰპირდა, რომ წყალის მიწოდება
დღეს აღუდგებოდათ. გარდა ამისა, წოწერიამ მათ უთხრა, რომ დასახლებაში
არსებული ჭაბურღილის წყლალი დასალევად
არ არის რეკომინდირებული.
ამავე თემაზე:
უწყლოდ დარჩენილი დევნილები
დახმარებას პრემიერსა და სახალხო დამცველს სთხოვენ
ჩილაჩავა:წყალკანალმა
ჩასახლება ბალანსზე აიყვანა, პროცედურების დასრულებამდე უნდა
გავიჭირვოთ
წოწერია დევნილებს:
წყალი, რომელსაც სვამდით, სასმელად მიზანშეწონილი არ არის
მასალის გამოყენების პირობები