ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო
პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში
15 ზუგდიდელი შედის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლები და ამომრჩევლები.
ახალი შემადგენლობის თავმჯდომარედ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრი და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცეტრის დირექტორი
კახაბერ ფარცვანია, საბჭოს მდივნად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „
თანაზიარის“ დამფუძნებელი ხათუნა ბეჭვაია აირჩეს.
მათ გარდა შემადგენლობაში არიან:
ბულია ნინო - ამომრჩეველი
გვილია იროსლავ - დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი
დაგარგულია მამუკა - ამომრჩეველი
თოდუა არჩილ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის
რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
მინჯორაია ეკა - ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის
კოორდინატორი
ნაჭყებია მურმან - ,,საზოგადოება ზუგდიდელის” თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
ფიფია ვაჟა- ამომრჩეველი
შელია გიორგი - შპს ,,ნოვაცია-2009“ დამფუძნებელი
შენგელია გიორგი - სს ,,თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის N1-ის
მმართველი
ჩემია მაია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობა" -
სამეგრელოს რეგიონის კორდინატორი
ხუფაცარია თეონა - ამომრჩეველი
ხუფენია თეონა - შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი
კახა ჯიქია - ამომრჩეველი
მიმდინარე წლის მაისში ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო
რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად მათ ქალაქ
ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის მოსალოდნელი გაერთიანება და ქალაქისთვის
თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა დაასახელეს.
საბჭო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომელიც
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა
მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის
მიზნით 2015 წელს შეიქმნა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
მერია: მრჩეველთა საბჭოს გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით
ქალაქ ზუგდიდის მერის
მრჩეველთა საბჭო 6-მა წევრმა დატოვა
მრჩეველთა საბჭო
ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას
ეწინააღმდეგება
მასალის გამოყენების პირობები