ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას პრემიერ-მინისტრი დაესწრება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების
ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება და
მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ ანაკლიის განვითარების
კონსორციუმში განუცხადეს. ამ ეტაპზე ადრეული სამუშაოების დაწყებაა
დაგეგმილი.
„პირველ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პარტნიორი
კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე იმუშავებენ მიწის
ზედაპირის დამუშავებაზე, სადრენაჟო არხის გამართვასა და სამშენებლო
ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაზე“, - აღნიშნეს კონსორციუმში.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრომ შესაბამისი ნებართვები მიმდინარე წელს გასცეს.
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის
წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება
2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის
ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების
ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები