აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და გაგრის ადმინისტაციის უფროსის
ყოფილ მოადგილეს მიხეილ ჯინჭარაძეს ხვალ თბილისში, დიღმის ძმათა
სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით,
ჯინჭარაძის სამოქალაქო პანაშვილი დღეს ქაშუეთის ტაძარში
გაიმართება.
„მისი გადმოსვენება ოჯახის სურვილი იყო. ჩვენ საორგანიზაციო
საკითხებში დავეხმარეთ. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში მიმდინარე
ბრძოლების დროს დაიღუპა, ბოლო წუთამდე საკუთარ ქალაქში სამსახურებრივ
მოვალეობას ასრულებდა“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ჯინჭარაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენით
დაჯილდოვდა.
ენგურის ხიდზე დღეს ჯინჭარაძის ცხედარს ოჯახის წევრები და აფხაზეთის
ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები