ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: საბავშო ბაღის აღსაზრდელები საჩუქრებს ახალ წლამდე მიიღებენ
ზუგდიდის მერიისგან საახალწლო საჩუქრებს საბავშვო ბაღების აღსაზრდელები 27, 28 და 29 დეკემბერს მიიღებენ. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასკვნითი საახალწლო ღონისძიება დარჩელის საბავშვო ბაღში 29 დეკემბერს ჩატარდება.

„სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებს საჩუქრებს მერი და მისი მოადგილე გადასცემენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერიაში ასევენ განმარტავენ, რომ ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის დაგვიანება ახალი მუნიციპალიტეტის შექმნით არის განპირობებული.



ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელი ცისანა თოლორაია მაშინ აცხადებდა, რომ ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს ყოველდღიური ულუფის წილიდან დაურიგებენ. რადიო "ათინათის" კითხვაზე, აქვთ თუ არა ბაღის მოსწავლეების მშობლებს მითითება თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით, თოლორაიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამე ბაღების ცენტრიდან არ ყოფილა.

აღნიშნულ საკითხს ხმაური მოყვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის ანი წითლიძის კითხვებს ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ უპასუხა. წითლიძემ მერი არშემდგარი ტენდერის გამო გააკრიტიკა, რაზედაც საპასუხოდ მან წითლიძეს უზრდელი უწოდა და დასძინა, რომ მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეაგინებდა.

მოგვიანებით გოგიამ განმარტა, რომ ბავშვები საჩუქრებს საახალწლო პერიოდში მიიღებდნენ. 

ამავე თემაზე:

ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი (ვიდეო)

მერი: ბავშვები საჩუქრებს საახალწლო პერიოდში მიიღებენ

ენმ ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს (ვიდეო)

საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს ყოველდღიური ულუფიდან მიიღებენ



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.