ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის მთვარი ფინანსური დოკუმენტი
დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლებმა
არ დაუჭირეს. მათი თქმით, შენიშვნების ნაწილის გაათვალისწინების
მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.
"ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება,
აიპიების შემცირება, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ვიუჯეტის
თანხების გაფლანგვა. მთელი პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება
უმრავლესობას", - განაცხადა ფრაქცია ენმ-ის ლიდერმა ანი წითლიძემ.
"არის ბევრი საკითხი, რასაც დავეთანხმეთ, მაგრამ არის ე.წ. შავი
ხვრელები, რადგან სრულიად გაუგებარია, გარკვეულ აიპი-ებში, რას
აკეთებენ", - განმარტა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი
ღურწკაიამ.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ
შენიშვნებისა და რეკომენდაციების იმეტესი ნაწილი, რომლითაც საკრებულომ
მერიას ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა, გათვალისწინებულია.
"ჩვენი ბიუჯეტი ზუსტად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც დავისახეთ.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური რესურსების პირობებში, ეს არის
პროგრესული ბიუჯეტი და ასახავს იმ საჭიროებებს, რომელიც განსაზღვა
აღამსრულებელმა ორგანომ", - განაცხადა წოწერიამ.
სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატების
კითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ ბიუჯეტი რაციონალურად არის
გათვლილი.
"პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტული პროექტები, განათლება, სოციალური და
ჯანდაცვის სფერო. ბიუჯეტი ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და
შეუწყობს მათ ხელს. მინდა მივულოცო ყველას 2018 წლის ბიუჯეტის
მიღება", - განაცხადა გოგიამ.
სხდომაზე ასევე იმყოფებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქრთველოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც. მისი
შეფასებით, ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იმედი აქვს, რომ
მომავალი წლისთვის მაინც დაამტკიცებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც
დაგეგმვის პროცესიდანვე იქნება შედეგებზე ორიენტირებული.
"ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც, ძირითადი
ეხებოდა პროგრამულ ნაწილს. ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეს
რეკომენდაციები, თუმცა ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი, რაც
კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი მოთხოვნაა", - თქვა
თოდუამ.
მომავალი წლის ბიუჯეტი 36.500.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები