ზუგდიდის საკრებულოს მომავალ სხდომაზე ოპოზიცია ქალაქის მერიისა და
„თაუნ პარკის“ წარმომადგენლბის მისვლას ითხოვს. შესაბამისი
შუამდგომლობა
ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ დღეს დააყენა. მისი თქმით,
პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და გაირკვა, რომ
კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
„7 თვის განმავლობაში თაუნ პარკს ბიუჯეტში არცერთი თეთრი შემოუტანია.
ეს დავალიანება იძლევა საფუძველს იმისა, რომ მათ ხელშეკრულება
შეუწყდეს“, - აღნიშნა წითლიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით კი, ისინი
მერიისგან სიტუაციში გარკვევას ითხოვენ.
„ეს უკვე არის შავი ლაქა ხელისუფლებისთვის, რადგან იყო დაპირება, რომ
მოწესრიგდებოდა პარკირების საკითხი, მაგრამ არის აბსოლუტური
განუკითხაობა. თუკი კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს,
ხელშეკურლების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა შელიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მერიამ „თაუნ პარკს“
ბიუჯეტში თანხის შესატანად და დავალიანების დასაფარად 10 დღიანი ვადა
მისცა.
„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც პარკირების საკითხის მოგვარებას
მუშაობს, რომ ზუგდიდს ჰქონდეს სრულყოფილი და მოწესრიგებული პარკირების
წესი“, - აღნიშნა წოწერიამ.
კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ
ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი
უნდა შეიტანოს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები