სოფელ ხაბუმეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შს
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ
მკვლელობის
ფაქტზე მიმდინარეობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ხაბუმეში, სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი თავის
არეში დაჭრა. ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის
საავადმყოფოშია გადაყვანილი. დავით გოგუას თქმით, მამაკაცს ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ამავე თემაზე:
სამეგრელოში,
სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა
მასალის გამოყენების პირობები