2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ სულ 287 დეკლარაცია შეამოწმა,
რომელთაგან უარყოფითად
- 224, ხოლო დადებითად 56 დეკლარაცია შეფასდა. მონიტორინგში მოხვდა
ამჟამად ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის და წარსულში საკრებულოს
თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას, წალენჯიხის მერის (ყოფილი გამგებლის)
ბესიკ ფარცვანიასა და ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და
მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის
ხელმძღვანელობის დროს შევსებული ქონებრივი დეკლარაციები.
გარდა ამისა, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების ჩამონათვალში
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობებში, მერიასა და
საკრებულოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები
მოხვდნენ:
1. ლაგვილავა მალხაზ - ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“
თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. ლანჩავა გიორგი - საქართველოს პროკურატურა – ფოთის რაიონული
პროკურორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
3. მოისწრაფიშვილი გიორგი - მერის მოადგილე (ყოფილი), ქ.ფოთის
მერია;
4. ფიჩხაია მამუკა - ფრაქცია „ჩხოროწყუს ღირსებისთვის“ თავმჯდომარე,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
5. ფოცხვერაია ავთანდილ - ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“
თავმჯდომარე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
6. ხოშტარია ტატიანა - კომისიის თავმჯდომარე, აბაშის მუნიციპალიტეტის
საკრებულო;
7. კვარაცხელია გონერ - თავმჯდომარის მოადგილე, წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულო;
8. შელია ზურაბ - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების
განყოფილების უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
9. ოდიშარია ბესიკ - სივრცითი მოწყობის არქიტექტურის, მშენებლობის,
ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების
სამსახურის უფროსი, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
10. გოროზია ზაალ - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “
თავმჯდომარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
11. ქარჩავა ბადრი - ფრაქცია „გადამრჩენბი“ თავმჯდომარე, ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტის საკრებულო;
12. ხარბედია ალბერტი - კომისიის თავმჯდომარე, სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულო;
13. გადელია ირინა - ფრაქცია „ დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე
(ყოფილი), მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მონოტორინგის შედეგად შერჩეულ
დეკლარაციებს შორის დადებითად შეფასდა ფოთის საქალაქო სასამართლოს
ყოფილი მოსამართლის თეა ბერაიას დეკლარაცია.
დეკლარაციების შემოწმების დროს გამოვლენილი ის ძირითადი დარღვევები,
რაც გახდა დეკლარაციების უარყოფითად შეფასების საფუძველი გახდა.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ეს დარღვევებია:
შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში, დაუდეკლარირებელი უძრავი
ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ცდომილება საბანკო
ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა
და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; დაუდეკლარირებელი
საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური
შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში; სამეწარმეო
საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და
ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ
ფუნქციონირებს; ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის
წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით
დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და
არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,
დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის
(დარიცხულის) ნაცვლად.
ამ ეტაპზე უწყება მსგავს მონტორინგს ახორციელებს. შესამოწმებელ
დეკლარაციებს შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ
მიწოდებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზუგდიდელი დეპუტატების
დეკლარაციებიც მოხვდა. საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო ედიშერი
თოლორაიას, (ზუგდიდის მაჟორიტარი), ირაკლი ხახუბიას (ფოთის
მაჟორიტარი), თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას („ევროპული
საქართველოს“ წევრები) დეკლარაციებს ამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები