შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენგურის ხიდზე ერთი პირი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი მუხლით დააკავეს. უწყების
ცნობით,
დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) და
173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო
მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.
ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც
მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ
საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ
ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს
სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.
ამავე თემაზე:
ენგურის
ხიდზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
ენგურის ხიდთან ურმების
მფლობელები გაიფიცნენ
მასალის გამოყენების პირობები