აბაშაში დაკარგული მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში რამდენიმე დღის წინ დაკარგული
მამაკაცი მოკლულია.
ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში
აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. 28 წლის მამაკაცი, ოჯახის
ინფორმაციით, სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის
უნახავს. შესაბამისი სამსახურები მამაკაცს, რამდენიმე დღეა, ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები