საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევის სააპელაციო სასამართლომ
შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის
უშიშროების სამსახურის აპელაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00
საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, ის
ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს. გენერალური პროკურატურა
სააკაშვილისთვის სადღეღამისო შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ
დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის უშიშროების
სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
11დეკემბერს კი პიჩორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ამავე თემაზე:
მიხეილ
სააკაშვილი გაათავისუფლეს
მიხეილ სააკაშვილი
კიევში დააკავეს
დაკავებული ყოფილი
პრეზიდენტი მომხრეებმა გაათავისუფლეს
რუსთავი 2: მიხეილ
სააკაშვილი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები