ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე
გარემოვაჭრეები საკუთარი დახლების აღებას აპროტესტებენ. ისინი ამ
წუთებში იკრიბებიან და აქციის
გამართვას ზუგდიდის მერიის წინ გეგმავენ. „მოვითხოვთ, უკან
დაგვიბრუნონ ჩვენი დახლები და ნივთები. მოგვცენ მუშაობის უფლება“, -
ამბობენ ისინი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლები.
გარემოვაჭრეების სავაჭრო დახლები და ინვენტარი ზედამხედველობის
სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით აიღეს.
ამავე თემაზე:
ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლები
აიღო
მასალის გამოყენების პირობები