ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც სავაჭრო დახლების აღებას
აპროტესტებენ და მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ, სამხარეო
ადმინისტრაციის
წინ, ცენტრალური გზის ერთი ნაწილი გადაკეტეს, თუმცა პოლიციებმა გზის
ნაწილობრივ გათავისუფლება შეძლეს.
"მოვიდნენ და დაგველაპარაკონ, გვაჩვენონ ის ფართები, რომლებსაც
გვთავაზობენ, თუმცა ეს არის ტყუილი და ამიტომ არიდებენ ჩვენთან
შეხვედრას თავს", - ამბობენ მოვაჭრეები.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის ავტომობილების მოძრაობა ისევ
შეფერხებულია.
მოვაჭრეები ჯერ მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და ლაშა გოგიასთან
შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ისინი ადმინისტრაციულ შენობაში დაცვის
პოლიციამ არ შეუშვა. მათ მერიაში შეჭრის რამდენიმე მცდელობა
ჰქონდათ.
ამავე თემაზე:
გარემოვაჭრეები ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას
ცდილობენ
მასალის გამოყენების პირობები