ენმ: გუბერნატორი ეცდება კონსტრუქციული გზით მოაგვაროს გარემოვაჭრეების პრობლემა (ვიდეო)
14:50 / 01.02.2018
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ანა წითლიძე სამეგრელო - ზემო სვანეთის
გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა. წითლიძემ გუბერნატორს
გარემოვაჭრეების მოთხოვნები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუბერნატორი მზადაა მერთან, ლაშა
გოგიასთან და გარემოვაჭრეებთან ერთად, კონსტრუქციული გზით მოაგვაროს
აღნიშნული პრობლემა.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები საკითხის შესწავლამდე გარევაჭრობის
ნებართვას ითხოვენ.
„სანამ შეისწავლიან ამ პრობლემას და მიიღებენ საბოლო გადაწყვეტილებას,
ჩვენ მოგვცენ უფლება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ვერ დაველოდებით მათ,
არ გვაქვს ჩვენ ლოდინის დრო. ყველას სესხები გვაქვს ბანკში და ამდენ
დღეს უმუშევრად ვერ ვიქნებით“, - აცხადებენ ისინი.
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე,
გარემოვაჭრეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მერთან ლაშა გოგიასთან
შეხვედრასაც გეგმავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები