გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)
12:37 / 03.02.2018
ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილმა დაკავებული გარემოვაჭრის
გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციის
სამმართველოსთან გადაინაცვლა. მათთან პოლიციის მთავარი სამმართველოს
უფროსი კობა ხარებავა გამოვიდა და განუმარტა, რომ დაკავებული იქ არ
იმყოფება და სასამართლოშია გადაყვანილი. რაც შეეხება გათავისუფლებას,
მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ადმინისტრაციული წესით
ჯარიმა დაეკისრება.
"თუ ისევ დაუბრუნდებით სავაჭრო ადგილებს ძველ ტერიტორიაზე, თქვენი
დაჭერაც მოგვიწევს", - უთხრა მათ ხარებავამ.
მისმა სიტყვებმა გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. მათ ხარებავას
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაც სთხოვეს, რის შემდეგაც მან
მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს დაურეკა და ადგილზე მისვლა
სთხოვა.
სამმართველოსთან ერთმანეთს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის
თავმჯდომარე ანა წითლიძე და პოლიციის უფროსი დაუპისიპირდნენ.
ხარებავამ, მას შემდეგ, რაც წითლიძემ გარემოვაჭრეების მოთხოვნები
განუმარტა, უთხრა, რომ მასთან სასაუბროდ არ გამოსულა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები