გუბერნიაში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე წარიმართა (ვიდეო)
12:06 / 06.02.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოვაჭრეებისა
და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლების მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა,
რომელსაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა
წოწერია და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე
დაესწრნენ, დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე შედგა.
გარემოვაჭრეების თქმით, მათ შეთანხმებას ვერც ამჯერად მიაღწიეს.
„ჩვენ ვთხოვეთ, რომ სანამ მარცხენა სანაპიროზე შესაბამისი
კონსტრუქციები მოეწყობა, მოგვცენ ძველ ადგილზე მუშაობის გაგრძელების
უფლება, რაზეც არ გვთანხმდებიან. არ დავმთობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“,
- აღნიშნეს მათ.
თავის მხრივ, გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა, რომ დათმობას არ
აპირებენ.
„ჩვენ მათ დავპირდით, რომ ათ დღეში კონსტრუქციები მოეწყობა და
შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა, თუმცა არ გვთანხმებიან. ზუგდიდში
გარევაჭრობა არ იქნება, ამ ადგილიდან დავიწყებთ და ავკრძალავთ
ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა“, - თქვა შონიამ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები