გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებას პარლამენტის შენობასთან გეგმავენ (ვიდეო)
16:24 / 06.02.2018
გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრას მერი
ლაშა გოგიაც დაესწრო. მან, დეპუტატის
თანდასწრებით გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები კიდევ ერთხელ
შესთავაზა. გოგიას თქმით, რამდენიმე დღეში მდინარე ჩხოუშის მარცხენა
სანაპიროზე არსებული ტერიტორია მოეწყობა, ისე როგორც ამას
გარემოვაჭრეები ითხოვენ. ამასთან, მისივე ცნობით, მესაკუთრეებთან
ჰქონდათ მოლაპარაკებები და სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვსამდე
გაიზარდა.
გოგიას ამ წინადადებას გარემოვჭრეების პროტესტი მოჰყვა. ისინი
გარევაჭრობის უფლებას ძველ ტერიტორიზე ალტერნატული ფართების
მოწყობამდე ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე ლაშა გოგიამ მათ უარი უთხრა და
შენობა დატოვა.
მოვაჭრეები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ აქციებს
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეები დილით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს
შეხვდნენ, თუმცა ვერც მათ შორის შედგა შეთანხმება.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები კვირაზე
მეტია გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ისინი ალტერნატიულ ფართებზე
გადასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან თუ მანამდე მუშაობის უფლებას
ძველ ტერიტორიაზე მისცემენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები