“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მუნიციპალიტეტებში საჯარო
ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში
ფოთის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიხედვით, ვებ-გვერდებზე
სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, კერძოდ, მერიის შემთხვევაში
გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის - 70%, საკრებულოს შემთხვევაში კი 57,5
% არ ქვეყნდება.
„ფოთის საკრებულომ 2016 წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით
განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი.
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის
პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს, თუმცა, მერიისა და
საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.poticity.ge და www.poti-sakrebulo.ge)
განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას. არასრულად
ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების
დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და
ქონების პრივატიზირების შესახებ. არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს
დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები
და ა.შ.“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ფოთის მერიასა და
საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016
წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებები და
ვებ-გვერდებზე უზრუნველყონ ოფიციალური ინფორმაციის სრული სახით
ატვირთვა.
ამავე თემაზე:
TI: მესტიისა
და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები სტანდარტებს ვერ
აკმაყოფილებენ
მასალის გამოყენების პირობები