რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
მიკროავტობუსების მძღოლები ამ წუთებში აქციას იწყებენ. ისინი სამხარეო
ადმინისტრაციის
შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან.
„მოდით გუბერნიასთან და იქ გეტყვით ყველაფერს, მუშაობაში ხელს
გვიშლიან. არ დავთმობთ“, - ამბობენ მძღოლები.
ისინი სავაჭრო ცენტრ "ალიანსთან" მინისადგურის მოწყობას
აპროტესტებენ.
აქციაზე, დაახლოებით, 20-მდე მიკროავტობუსის მძღოლი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები