ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
12:34 / 07.03.2018
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი,
სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი
ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ
გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადგილობრივ ხელისუფლებას და
პირადად მამუკა წოწერიას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგს
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და "ევროპული საქართველოს"
წევრი ბათლომე შელია ესწრებოდნენ.
მისი მტკიცებით, წოწერიამ ის პირადი მოტივით სამსახურიდან ბიბლიოთეკის
მართვის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მადონა მაქაცარიას
საშუალებით გაუშვა. ეს ფაქტი კი მის მეუღლეს, ალიოშა ალანიას
უკავშირდება, რომელიც სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარ დეპუტატად
„თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა კენჭს, როცა სოფლის მაჟორიტარი
წოწერია იყო.
„20 წლის გამოცდილება მაქვს და მათ ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ
ჰქონდათ. თითქოს, შტატები უნდა შეემცირებინათ და იზრდება. მე
ერთადერთი ვარ, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა“, - აღნიშნა
მორგოშიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მის
ოჯახს საფრთხე ემუქრება და ცენტრალურ ხელისუფლებას ოჯახის
უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს, ბრძოლას კი სამართლებრივი გზით
განაგრძობს.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერს, ისინი
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები