გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების
შედეგად,
ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მოძრავ ბენზინმზიდში,
აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილ სამალავში, წიწვოვანი სახეობის
პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები