ზუგდიდში დაჭრილი სამი ადამიანიდან ერთ-ერთის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ზუგდიდში დაჭრილი სამი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, სამი დაჭრილიდან
ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ორის სიცოცხლეს კი საფრთხე
არ ემუქრება .
„ერთ მათგანს, რომელსაც ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული,
ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა.
რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ჭრილობა
ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი ზურგის არეში და
ხერხემლის წვეტიანი მორჩის მოტეხილობა აქვს. ორივე მათგანი
საავამდმყოფოში რჩება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც დამამძიმებლ გარემოებაში განზრახ მკვლელობის
მცდლობის გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო
მოქმედებები მიმდინარეობს.
დანაშაულის ჩაედნის იარაღი და მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები