შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე
გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“
უწყებაში განუცხადეს. აღნიშნული მუხლი ჯარიმით ან
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც
საათამდე, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს
ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანება.
ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას თავის არეში.
ამავე თემაზე:
სიტყვიერი
შეურაცხყოფა და ხმაური - რას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის
საკრებულოში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები