ფოთში აქცია-მსვლელობა "ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!" გაიმართა
ფოთში ქაფშიას რეწვის შედეგად ქალაქში არსებული სუნი გააპროტესტეს.
აქცია-მსვლელობა „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!“
ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მიზანია იმის ჩვენება, რომ
ფოთელები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ და სურთ სუფთა ჰაერით
სუნთქვა. მათივე ინფორმაციით, ყოველ წელს ქაფშიის რეწვის სეზონზე
უსიამოვნო სუნი აწუხებთ, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან
ვრცელდება.
„მოწამლულია ჰაერი, ვიწამლებით ყველანი, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე
ექმნება.წლებია ეს პრობლება არსებობს და მოგვარებაზე არავინ ფიქრობს.
ისევ ჩვენ, ადგილობრივები უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთმანეთის
გვერდით, რათა შედეგი მივიღოთ. ჩვენ გვინდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“, -
აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ქარხანა ფუნქციონირებს, რომლებიც
სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები