გარემოვაჭრეები, რომელებიც შპს „ნიუ ნათის“ ტერიტორიაზე მუშაობდნენ,
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ათი დღით,
აღდგომამდე
ითხოვენ. მათმა ნაწილმა აღნიშნული ტერიტორიის დაკავება დილით სცადა,
თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად აკრძალვისა,
რამდენიმე მათგანი მუშაობას ბაზრის წინ ამ დრომდე აგრძელებს.
„სხვა გზა არ გვაქვს, იქ მუშაობა არ არის და სააღდგომოდ, 10 დღე
მაინც, რომ დაგვაყენონ იმას ვითხოვთ. იქ შედითო გვითხრეს, შეგვპირდნენ
ყველანაირ სამუშაო პირობას შეგიქმნითო, თუმცა, არანაირი ყურადღება არ
მოგვაქციეს“, - ამბობენ მოვაჭრეები.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა
ლაშა ჯაიანმა რადიო „ათინათთან“ საუბარში
აღნიშნა, რომ ქალაქში გარევაჭრობა აკრძალულია და ის არ დაიშვება. რაც
შეეხება რამდენიმე მოვაჭრეს, რომელიც აკრძალულ ტერიტორიაზე მუშაობს,
ჯაიანის თქმით, მათ ადგილს მალე დაატოვებინებენ.
გარემოვაჭრობის მოთხოვნით ზუგდიდში ორი კვირის განმავლობაში აქციები
მიმდინარეობდა. მოთხოვნა მერიამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ ჩხოუშის
მარცხენა სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე ვაჭრობის ნება
მისცა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები