საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე
65 წლის ა.ვ.-ს სისხლის
სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს,
ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ
არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
„სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი
ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება,
დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან)
წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ა.ვ.-სთვის
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში
ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის
კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებებს», - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური
სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე,
ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში
ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის
ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი
გოგონას ავიწროებს.
ამავე თემაზე:
სექსუალურ
შევიწროებაში ბრალდებული 70 წლის პედაგოგი დაკავებულია
ჩხოროწყუში 70 წლის
პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა
მასალის გამოყენების პირობები