ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და ის
კერძო მიწაზე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია gem fest-ის
ოფიციალურ
ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამ
განცხადებით მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით
ხელისუფლება gem fest-ისთვის სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემას არ
აპირებს.
„მეგობრებო მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს
გარკვეული მიზეზების გამო მოგვაქირაოს სახელმწიფო ბალნსზე არსებული
მიწა. ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და 12-ში ასევე
საზეიმოდ დაიხურება. მიუხედავად იმისა ეს კონკრეტულ ჩინოვნიკებს
ესიამოვნებათ თუ არა. საკმაოდ ბევრი ცივი წყალია ენგურში და შეგვიძლია
გავუმასპინძლდეთ. რაც შეხება მეტ კონკრეტიკას. კვირის ბოლოს
ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018 - სთვის მიწის
იჯარით გაცემაზე, კომპანია GMF-ს უარს ეტყვის, - ამის შესახებ
ჟურნალისტებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა
სისაურმა განუცხადა.
ამავე თემაზე:
სახელმწიფო Gem Fest-ისთვის მიწას იჯარით აღარ
გასცემს
მასალის გამოყენების პირობები