საკრებულოს წევრი მერის მოადგილეს - ნაბახუსევზე ხარ (ვიდეო)
16:58 / 10.04.2018
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს წევრები და მერის
მოადგილე მაიზერ ნანავა დაუპირისპირდნენ. კამათი სოციალური
საკითხების განხილვას მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
წევრებმა მერია სოციალური პროგრამისთვის განკუთვნილი ხარჯების
შემცირებაში
დაადანაშაულეს. ოპოზიციური წევრების ბრალდებებს
ნანავამ დემაგოგია უწოდა. ამის შემდეგ მერის მოადგილეს
ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ უთხრა, რომ ის ნაბახუსევი იყო, რამაც
ნანავას გაღიზიანება გამოიწვია.
„შენ თვითონ ხარ ნაბახუსევი. მე სხდომაზე ნასვამი არ დავდივარ. შენ
ხარ მატყუარა“, - უთხრა მაიზერ ნანავამ წითლიძეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ, რომელიც სხდომას
უძღვებოდა, დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა. ამ წუთებში
საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია დასტაბილურდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები