"ქართული ოცნების" პარტიის კონფერენციაზე, რეგიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარედ ზუგდიდის
მერი ლაშა გოგია აირჩიეს. მანამდე აღნიშნულ პოსტს ედიშერ თოლორაია
იკავებდა. ის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. კონფერენციას პარტიის
თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი
მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გენერალური
მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.
ამ წუთებში "ქართული ოცნების" პარტიის საოლქო ორგანიზაციის
კონფერენციაზე დელეგატებს ირჩევენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა
მიმდინარეობს.
შეხვედრა ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშში" მიმდინარეობს. მას პარტიის
რეგიონული ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ზუგდიდის მერიის აიპიების
თანამშრომლები ესწრებიან.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
„ქართული ოცნების“ პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია
მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები