ზუგდიდის მერიამ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების
კეთილმოწყობის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. კოსტავას ქუჩაზე
ეზოს კეთილმოწყობისთვის მერია, სავარაუდოდ, 50 000 ათასამდე ლარს
დახარჯავს, გამსახურდიას ქუჩის კორპუსის ეზოსთვის კი - 30 000 ლარზე
მეტს.
ფოტო: კოსტავას ქუჩა
#7
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ეზოებში
მოეწყობა ბეტონის საფარი, სანიაღვრე ჭები და გარეგანათების
ბოძები.
გამსახურდიას ქუჩაზე გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24
დღის, კოსტავაზე კი 35 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. შესრულებული
სამუშაოების საგარანტიო ვადა 3 წელს შეადგენს.
ფოტო: გამსახურდიას
ქუჩა #31
ტენდერში წინადადებების მიღება 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს
დასრულდება.
გასულ კვირებში მსგავსი ტენდერი მერიამ დადიანისა და ქუჯის ქუჩებზე
მდებარე კორპუსების კეთილმწოყობისთვის გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
ქუჯისა და
ლევან დადიანის ქუჩებზე ბინების ეზოები კეთილმოეწყობა
მასალის გამოყენების პირობები