„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში სპეციალურ
განცხადებას ავრცელებს.
ისინი მესტიაში ჰესების მშენებლობას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და
წერენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ.
მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად
იყვნენ, გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ, ამისთვის კი საკუთარი
მოთხოვნები ჰქონდათ:
1) ერთი მდინარე მაინც უნდა დაეტოვებინათ
2)შეემცირებინათ მეგა ჰესის მაშტაბი
3)მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თუ თქვენ არ აპირებთ ჩვენს გათვალისწინებას,
მოგიწევთ ჩვენ სხეულზე გადავლა!
ექსპერტებთან საუბრის შედეგად ცალსახად დაიდო დასკვნა,რომ გაქვთ
უამრავი დარღვევა, რაც თითოეული ჩვენთაგანს აძლევს ლოგიკური ეჭვების
საფუძველს,ძალასა და შემართებას რომ ჩვენ აუცილებლად, რადაც არ უნდა
დაგვიჯდე,ს ვიდგეთ ბოლომდე.
დადოს სახელმწიფომ მორატორიუმი და გამოაცხადოს სვანეთი ხელშეუხებელ
ზონად,ესაა ჩვენი მოთხოვნა. გაფრთხილებთ,თუ რომელიმე ჩვენთაგანზე
განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, პროცესები გახდება უმართავი.უკან
დახევას არ ვაპირებთ.
არანაირ თანხაზე, არანაირ მატერიალურ ანაზღაურებასა და შემოთავაზებაზე
არ წამოვეგებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი
აპროტესტებს. მათ აქცია არაერთხელ გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ
მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას
დააზიანებს.
კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე
”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს
განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით
შენდება.
ამავე თემაზე:
ჭუბერში
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები