შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ოქროს ბირჟის ძარცვის ფაქტზე
გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 178-ე
ძარცვის მუხლით
დაიწყო და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ
დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში
შევიდა და ერთ-ერთი დახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა.
გაქცეულს მოვაჭრეებთან ერთად სამართალდამცავებიც გაეკიდნენ, თუმცა,
მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
ოქროს ბირჟა ამ წუთებში დაკეტილია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები