ზუგდიდში ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ოქროს ბირჟის მძარცველს
მისდევდა მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ცნობოთ, იგი მძარცველს არ
დაუჭრია. სამართალდანცავი, სავარაუდოდ, შენობის კარს დაეჯახა.
დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით,
პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნებოდა და მას
პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა ახალგაზრდა
მამაკაცმა დღეს გაძარცვა. ერთ-ერთი დახლიდან მან დიდი
რაოდენობით ოქროს ნივთები გაიტაცა.
ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 178-ე მუხლით
დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ოქროს ბირჟის
ძარცვის კადრები სათვალთვალო კამერიდან (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები