ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის ზეინაბ მორგოშიას საქმის
განხილვა მოსამართლის მოუცლელობის
გამო გადაიდო.
მორგოშია სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ის
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორს სამსახურიდან პოლიტიკური
ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
„მე მოვითხოვ, რომ დადგეს მაქაცარიას პასუხიმგებლობის საკითხი. იქნება
ეს სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა რამ. ვაპირებ მოკვლევას
სახალხო დამცველის დახმარებით“, - თქვა მორგოშიამ.
მისი ინტერესების დამცველის საია-ს იურისტის ჯემალ ჭკადუას თქმით,
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა
თანამშრომელთა რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ
გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
თავად მადონა მაქაცარიამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ
ისურვა.
წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 11 მაისს
დაგეგმა.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი,
სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც
ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან
გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ
ხელისუფლებას ადანაშაულებს.ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი
მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას
ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ
უკანასკნელმა მერს მიმართა.
ამავე თემაზე:
მაქაცარია:
თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ
მიჩივლა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები