"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" ფოთის ორგანიზაცია
მიკროავტობუსების ზუგდიდელი მძღოლების საპროტესტო აქციას
მხარდაჭერას უცხადებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინგა გვასალიას
თქმით, ისინი მძღოლების პრობლემებს შეისწავლიან და მათ იურიდიულ
დახმარებებს გაუწევენ.
„ჩვენ ახლა ვამზადებთ წერილს მათი მოთხოვნების შესახებ, რომელსაც
გავაგზავნით საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში.
შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ კი, რომელიც აღნიშნული წერილის
განხილვას სჭირდება, მათ გაფიცვას უკვე კანონიერი საფუძველი ექნება“,
- აღნიშნა გვასალიამ.
თავად საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები დაშლას არ აპირებენ
და ამბობენ, რომ აქციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციის შენობასთან გააგრძელებენ.
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის
მძღოლები დილიდან გაფიცნენ. მათი ცნობით, ზუგდიდიდან სხვა ქალაქების
მიმართულებით რეისები არ განხორციელდება. ისინი სხვა, მათი თქმით,
არალიცენზირებული სადგურების დახურვას მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები