მძღოლები, რომლებმაც აქცია დილით რუხში გამართეს, სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან გადმოინაცვლეს.
ისინი
გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მალევე დაიშალნენ.
„ჩამოვიდეს გუბარნატორი და დაგველაპარაკოს. ვითხოვთ უკანონოდ გახსნილი
სხვა სადგურების დახურვას. გაარკვიონ და მოაგვარონ ეს ამბავი. ჩვენ არ
გვინდა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- აცხადებენ მძღოლები.
სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორი ქალაქში არ
იმყოფება.
„გუბერნატორი თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრაზეა
იმყოფება და შესაბამისად მათ ვერ შეხვდება“, - ამბობენ გუბერნიის
პრესსამსახურში.
მძღოლები აქციების გაგრძელებას ორშაბათიდან გეგმავენ.
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
ტრანსპორტის მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ქალაქში არსებულ სხვა
კერძო სადგურების დახურვას ითხოვენ.
მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია
რუხი მოლთან გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები