ახალი ამბები
"ჩვენი თავისუფლებისთვის" - აქცია ღამის კლუბებში სპეცოპერაციების შემდეგ (ფოტო)
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში ღამის კლუბებ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და მათ ფორმებს აპროტესტებენ. შეკრებილებს, რომელთა შორის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის წარმომადგენლები არიან, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

მათ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, რისთვისაც მობილიზებულ სამართალდამცავ ორგანოებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.



აქციის მონაწილეებმა ოთხი ძირითადი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს, მათ შორის, თანამდებობა დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ, დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.


დღესვე მსგავს აქციაზე ბათუმში სამი ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმები ღამის კლუბებში გუშინ შევარდნენ, რა დროსაც ორივე დაწესებულებაში სტუმრები იყვნენ შეკრებილზე. მათი მტკიცებით, სამართალდამცავებმა ძალას რამდენჯერმე გადაამატეს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე მოქალაქე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზეც და რუსთაველზე წუხელვე გამართულ აქციაზეც დააკავა, სადაც ახალგაზრდებმა სპეცოპერაციების შემდეგ გადაინაცვლეს.

აქცია, რომელიც გამთენიისას დაიშალა, დღეს 15 საათზე განახლდა.



თავის მხრივ, წუხანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას....სამართალამცავებმა ყველა მათგანი დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.