ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ცაიშის საკრებულოს
შუალედურ არჩევნებზე, სადაც ხმის
მიცემა ელექტრონულად პირველად მიმდინარეობს, საკუთარი ნება 472
ადამიანმა გამოხატა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16, 74%
შეადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს იყვნენ
აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან სწორედ მათი
დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების
დანერგვა.
ცაიშში სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია
რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა
ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით
პირველად ხდება.
ამავე თემაზე:
კახა კუკავა საარჩევნო უბანთან გათავსებულ დროშებზე:
ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია
ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ დროშებს შორის(ფოტო)
საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა
ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა
მასალის გამოყენების პირობები