შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით
1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის
14 მაისს, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს
დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის
ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს
სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
მასალის გამოყენების პირობები