ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა
პარალიზებულია. გზა, იუსტიციის სახლის ყოფილი შენობის
მიმდებარედ,
ორივე მხრიდან არის გადაკეტილი. ადგილობრივების თქმით, მოძრაობის
შეზღუდვა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქალაქიდან დენდროლოგიურ პარკში
ხეების გადატანას უკავშირდება. მათივე ცნობით, მცენარეები, რომლებიც
კერძო პირისგან მიაქვთ, წასაღებად უკვე გამზადებულია და ისინი
სპეციალურ მანქანაზეა განთავსებული.
მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არა
აქვთ. მათ გვირჩიეს, რომ საკითხის გასარკვევად საავტომობილო გზების
დეპარტმანეტისთვის მიგვემართა.
თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ
თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა
მათ არ დაუწესებიათ და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე
შეიძინა. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში მცენარეები კომპანია "ვი-
სი- ვის" გადააქვს.
ამავე თემაზე:
სოფელ
კახათში ხეების ტრანსპორტირებისას ელექტრო და გარე განათების ბოძები
დაზიანდა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები