ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს ზუგდიდის ვლაქერნის
ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა
გაიმართება.
საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელის
გიგა ქორთუას ინფორმაციით, ჯვარს ერთდროულად 9 წყვილს დაწერენ.
„ამაღლების დღესასწაულსა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
პატრიარქის კურთხევით საყოველთაო ჯვრისწერას ხვალ ზუგდიდიც
შეუერთდება.წყვილების უმრავლესობა 40-დან 65 წლამდეა. მათ ილია მეორეს
ხელმოწერით ჯვრისწერის მოწმობაც გადაეცემათ“, - თქვა ქორთუამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და
წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით საყოველთაო
ჯვრისწერა თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები