მამუკა წოწერია: ყველა საერთაშორისო ასპარეზს გამოვიყენებთ ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად (ვიდეო)
14:26 / 19.05.2018
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მათთვის ეს დღე ერთ-ერთი მძიმე
და ტრაგიკულია.
„მიუხედავად ხელისუფლების ყველა მცდელობისა მკვლელი დღემდე არ არის
დასჯილი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით და ყველა საერთაშორისო ასპარეზს
ისევ გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მკვლელისა და მკვლელობაში სხვა
მონაწილე პირების დაკავება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელს
საქართველოს ვაჟკაცი ადამიანის ვერაგულად მკვლობას“, - განაცხადა
მამუკა წოწერიამ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე,
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის
რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი
დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად
მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას
სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი
დევნა შეწყვიტა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები