„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა
მურთაზ ზოდელავამ პარტიის ზუგდიდის
ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს ენმ-ის ახალი პროგრამა
სახელწოდებით „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ გააცნო.
ზოდელავას თქმით, აღნიშნული პროგრამა ყველა იმ პირის იდენტიფიცირებასა
და დახმარებას ითვალისწინებს, ვინც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში
სხვადასხვა მიზეზით თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
„ჩვენი პროგრამა ეხება ყველა სოციალურად დაუცველ პირსს, ვისაც
დახმარება უკანონო მოუხსნეს, ვინც სამსახურიდან ასევე უკანონოდ
გააავისუფლეს ან უმძიმესი საბანკო წნეხის ქვეშ მოაქციეს. ჩვენი
მიზანია, გვერდში დავუდგეთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური
შეხედეულებებისა, რადგან ეს არის ხალხის მიერ დაკვეთილი პროგრამა“, -
აღნიშნა ზოდელავამ.
მისივე თქმით, შემოსულ წერილს შეისწავლიან, რის შემდეგადაც თითოეულ
განმცხადებელს პრობლემების მოგვარების საგარანტიო სერთიფიკატი
გადაეცემა, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილის აწერს.
„როგორც კი ხალხი ისევ გამოუცხადებს ნდობას „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“, მაშინვე დაიწყება მათი ამ პრობლემების მოგვარება, როგორც
პერსონალურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იქნება საკანონმდებლო
ცვლილებებიც. რაც შეეხება თანხას, ისინი მიიღებენ კომპენსაციას,
რომელიც სპეციალური ფონდიდან გაიცემა. თავად ფონდი კი ნაწილობრივ
სახელმწიფო სახსრებით, ნაწილობრივ კორუმპირებული ჩინოვნიკების
უკანონოდ მოპოვებული ფინანსებით შევსება, მათ შორის საუბარია
ივანიშვილზე“, - დასძინა მურთაზ ზოდელევამ.
პარტიაში ამბობენ, რომ მათი ახალი პროგრამის განხორციელება მთელი
საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყება. მათივე ცნობით, სამეგრელოში
მცხოვრებ მოქალაქეებს განცხადებების წარდგენა ზუგდიდის, სენაკისა და
მარტვილის რეგიონულ ოფისებში შეეძლებათ, ხოლო ინფორმაციის მიღება
ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელის საშუალებით.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები