ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების სახლში
მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამ მამაკაცს ჭრილობები
ცეცხლსასროლი
იარაღით აქვს მიყენებული. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ხობში
მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
ჯერჯერობით, უცნობია უძღოდა თუ არა ურთიერთშელაპარაკება
მკვლელობას.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს,
რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ.
მასალის გამოყენების პირობები