ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე სასამართლო
სხდომა დაიხურა. ამ წუთებში
სასამართლო ერთ-ერთი ბრალდებულის ვასილ ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებაზე
მსჯელობს.
პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ქეთევან
ყიფიანმა მიმართა. მან სასამართლოზე თქვა, რომ ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით, სხდომის დახურვა აუცილებელია.
"დაზარალებულია ბავშვი და აქ შეიძლება ასევე არასრულწლოვნები
დაიკითხონ", - თქვა პროცესზე ყიფიანმა.
პროკურორის ამ მოთხოვნას დაცვის მხარეც დაეთანხმა და შესაბამისად
მოსამართლემ სხდომა დაუხრა.
ამავე თემაზე:
ბავშვის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ
ცოლ-ქმარს ბრალი წარუდგინეს
მასალის გამოყენების პირობები