არ მოგატყუონ ზაზა - ზუგდიდში სარალიძეების მხარდამჭერ აქციას შვილმკვდარი დედა შეუერთდა (ვიდეო)
15:25 / 01.06.2018
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის
მხარდამჭერ აქციას, რომელიც ზუგდიდში
მიმდინარეობს, ჯიმი შელიას დედა შეუერთდა. ზუგდიდის მკვიდრის ირინა
ფიფიას თქმით, მისი 20 წლის შვილი თბილისში კრიმინალებმა ცემით
მოკლეს. ის ამბობს, რომ დამნაშავეები დღემდე არ დასჯილან.
"ციხიდან სამი თვის გამოსულმა კრიმინალებმა მომიკლეს შვილი.
ხელისუფლებამ დღემდე არაფერი გააკეთა მათ დასასჯელად. მოსამართლემ
დამნაშავეები გაათავისუფლა... მატყუებენ, სულ მატყუებენ და ასე
მაწვალებენ. არ მოგატყუონ ზაზა, ძალიან გთხოვ არ მოგატყონ, თუ
მჯდომარე აქცია იქნება, პირველი დავჯდები, არაფრის მეშინია", - ამბობს
ირინა ფიფია.
ზუგდიდის მკვიდრი ჯიმი შელია თბილისში, გლდანის დასახლებაში 2013 წელს
მოკლეს. ოჯახის ცნობით, ის მეგობრის დედას გამოექომაგა, რომელსაც
ბოროტმოქმედები ფულს სძალავდნენ.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურასთან იმყოფებიან.
მათ ქალაქის მთავარი ხეივნიდან პროკურატურამდე მსვლელობა
მოაწყვეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები